გამოყენების წესები
საიტით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით ამ წესებს. თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ საიტს.
რისთვის არის საიტი
საგამოცდო რვეული განკუთვნილია მასწავლებლის საგნის გამოცდისთვის პირადი მომზადებისთვის: სწავლა, ვარჯიში, საცდელი ტესტები და შედეგების ნახვა.
ვის ეკუთვნის მასალა
- ახსნები, მსგავსი და ახალი კითხვები, სასწავლო ტექსტები, ნახატები და საიტის დიზაინი დაცულია საავტორო უფლებით.
- წინა წლების ტესტები ეკუთვნის მათ ავტორს და აქ განთავსებულია მხოლოდ მომზადების მიზნით.
რა არის აკრძალული
- მასალის კოპირება, გამოქვეყნება, გაყიდვა ან სხვა საიტზე, წიგნში თუ კურსში გამოყენება წერილობითი ნებართვის გარეშე;
- კითხვების ან პასუხების ავტომატური ჩამოტვირთვა (პროგრამით, ბოტით, სკრიპტით);
- საიტის მუშაობის შეფერხება ან დაცვის გვერდის ავლის მცდელობა.
პირადი მომზადებისთვის ჩანაწერის გაკეთება ან ერთი დავალების მეგობრისთვის ჩვენება დაშვებულია.
სიზუსტე
ყოველ პასუხს რამდენჯერმე ვამოწმებთ (როგორ ვამოწმებთ), მაგრამ თუ შეცდომას შეამჩნევთ, გთხოვთ, შეგვატყობინოთ ახსნის ქვეშ მოცემული ბმულით „შეცდომა ან გაუგებრობა? შეგვატყობინეთ“. საიტი მომზადებაში გეხმარებათ და არ იძლევა გამოცდის შედეგის გარანტიას.
ცვლილებები
წესები შეიძლება განახლდეს. მნიშვნელოვან ცვლილებას საიტზე გამოვაქვეყნებთ.
პირადი მონაცემების შესახებ იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.